25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

თამარ ბაგრატიონმა კიევში, პირველი ლედებისა და ჯენტლმენების VI სამიტში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა კიევში გამართულ პირველი ლედებისა და ჯენტლმენების VI სამიტში მიიღო მონაწილეობა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პირველმა ლედიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიული გამოცდილება კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ წარმოადგენს ეროვნული ღირებულებების შენარჩუნება სახელმწიფოს მდგრადობის მთავარ საფუძველს.

„ჩვენი ეროვნული იდენტობა შვიდ მარადიულ საყრდენს ეფუძნება — ღმერთს, სამშობლოს, ადამიანს, ენას, მამულს, სარწმუნოებასა და ოჯახს. მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის პროცესში ჩამოყალიბებული ეს პრინციპები ღრმად არის გამჯდარი ჩვენს გენეტიკურ კოდში“, — განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პირველმა ლედიმ ოჯახის სიმტკიცე საქართველოს ისტორიული უწყვეტობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარანტად დაასახელა და ხაზი გაუსვა, რომ სამშობლოსა და ღმერთის სიყვარული სწორედ ოჯახიდან იწყება.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ინფორმაცია, თითქოს ჩამოწერილი სესხები “გაცოცხლდა”, ცალკეული შემთხვევაა და განზოგადებას არ ექვემდებარება
შემდეგი სტატიასაქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 45%-ით გაიზარდა