მიხელ ყაველაშვილის ცოლის, თამარ ბაგრატიონის თქმით, “ვისაც შეწყალება კანონით ეკუთვნის, ყველა იქნება შეწყალებული”.
მან ამის შესახებ, დღეს, პარლამენტში, “TV პირველის” დასმულ კითხვას უპასუხა.
თამარ ბაგრატიონმა მედიასთან აღნიშნა, რომ ის მისი ქმრის საქმეებში არასდროს ერევა.
“ჩემ მეუღლეს ჰკითხეთ არ ვიცი. არასდროს არ ვერევი მე ჩემი ქმრის საქმეებში. მე მთელი ცხოვრებაა ჰუმანურ მისიებს ვემსახურები. ახალგაზრდები გასაგებია, რომ შეწყალებას ითხოვენ და ვისაც კანონით ეკუთვნის შეწყალება, ყველა შეწყალებული იქნება,” – განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.
















