თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ირაკლი შოთაძეს დღეს, 14:00 საათზე შეხვდებიან

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს გენერალური პროკურორი შეხვდება.

როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბაია ცანავამ აცნობა, ირაკლი შოთაძე ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს დღეს, 14:00 საათზე შეხვდება.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა ადვოკატთან ერთად დღეს ბრიფინგი მთავარ პროკურატურასთან გამართეს. ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ირაკლი შოთაძეს მიმართა, ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში „ეფბიაის“ ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს.

ამასთან, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა დღეს პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო. ოჯახი სოლიდურ თანხას სთავაზობს მათ, ვინც საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – მაჩვენეთ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც, რომელიც იტყვის, რომ ბავშვების დახმარება არასწორი ნაბიჯია, მინდა მას თვალებში ჩავხედო
შემდეგი სტატიაწყნეთში და ბარნოვის ქუჩაზე სახლების გამაგრება მიმდინარეობს