თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა მწყემსის მცირეწლოვანმა შვილმა იპოვნა

თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა ტყეში მწყემსის არასრულწლოვანმა შვილმა იპოვნა – მწყემსი, რომელმაც მანქანის შესახებ ინფორმაცია სამართლდამცველებს მიაწოდა, დეტალურად ყვება, როგორ აღმოაჩინეს ტყეში ავტომობილი.

ფირბალე მუსაიოვი ამბობს, რომ მანქანა მისმა არასრულწოვანმა შვილმა საქონლის მწყემსვის დროს შემთხვევით იპოვნა. მოზარდმა მამას დაურეკა, მამამ კი პოლიციის თანამშრომელს, ჯიმშერ აფციაურს, რომლის ტელეფონიც მას სამართალდამცველებმა ორი დღით ადრე მისცეს.

თეთრიწყაროს პოლიციის განყოფილებაში კი ამბობენ, რომ მწყემსმა, რომელმაც ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვა, პირდაპირ 112-ში დარეკა. მწყემსი ამბობს, რომ ის პოლიციის განყოფილებაში სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა იგი არ აკონკრეტებს, რა კითხვები ჰქონდათ მასთან სამართალდამცველებს.

მწყემსის თქმით, ამ ტერიტორიაზე ის ყოველდღიურად მოძრაობს, თუმცა აღნიშნულ ადგილზე, სადაც მანქანა იპოვნეს, მხოლოდ გუშინ მივიდა.

banner
წინა სტატიაში“კრიზისის წარმატებით მართვის ერთ-ერთი მსხვილი კომპონენტი იქნება მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ინფექციურ საავადმყოფოს ბოლოს და ბოლოს ჰქონდეს საკუთარი ჭერი”
შემდეგი სტატიააჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე “ლელოს” წევრი გახდა