თამარ ბაჩალიაშვილის დედა ბაჩანა ლობჟანიძეს შსს-ს მიერ ჩანერგილს უწოდებს და ვარაუდობს, რომ მისი შვილი მან გაიტყუა სახლიდან

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ ბაჩანა ლობჟანიძე შსს-ს მიერ არის ჩანერგილი.

როგორც თეონა თამაზაშვილმა აღნიშნა, არ გამორიცხავს იმასაც, რომ მისი შვილი სწორედ ბაჩანა ლობჟანიძეს გაეტყუებინა სახლიდან.

„ბაჩანა ლობჟანიძეზე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ის არის ჩანერიგილი პიროვნება, სპეციალურად მოგზავნილი შსს-ს მიერ. მე როცა დავრეკე, ის ბრძანდებოდა შსს-ში ტელეფონით. შსს-ში ყველას ტელეფონით არ უშვებენ. არ გამოვრიცხავ იმ ფაქტსაც, რომ ბაჩანა ლობჟანიძის მიერ იყოს გატყუებული ჩემი შვილი სახლიდან“, – განცხადა თამაზაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიUNDP-მ თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა
შემდეგი სტატიამაჭავარიანი-ტურიზმი წლის ბოლომდე ნაწილობრივი მასშტაბითაც კი ვერ აღდგება