“თამამი ნაბიჯები უნდა გადაიდგას,” – კვირიკაშვილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ

“თამამი ნაბიჯები უნდა გადაიდგას,” – ეს განცხადბა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ გააკეთა. კვირიკაშვილი ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოს ისტორიული ნაწილია მთავრობის არცერთ წარმომადგენელს სხვა აზრი არ გააჩნია.

ამასთან გაოსვლის დროს პრემიერობის კანდიდატმა მინისტრობის კანდიდატი პაატა ზაქარეიშვილიც დაიცვა და განაცხადა, რომ ზაქარეიშვილის ფრაზების არასწორი ინტერპრეტირება ხდება ჟურნალისტების მიერ.

“ვენ თამამი ნაბიჯები უნდა გადავდგათ ბატონ პაატას მთელი რიგი ნაბიჯები აქვს შემუშავებული. არის რაღაც იდეები რაც ახლა არ უნდა განხორციელდეს.  ბატონი პაატას იდეები იმსახურებს ინტერესს და საჭიროებს სერიოზულ განხილვას,” – აცხადებს პრემიერობის კანდიდატი.

ამასთან გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პრიორიტეტად ევროატლანტიკურ სტრუქტურებსი ინტეგრაცია რჩება, თუმცა პრემიერობის კანდიდატს მიაჩნია, რომ აუცილებელია ამ გზაზე პრობლემების თავიდან ასაცილებლად საქართველომ კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს რუსეთთან.

banner
წინა სტატიაში“ბავშვებმა სკოლიდანვე უნდა დაიწყონ ფიქრი, რომ საკუთარი ბიზნესი ჰქონდეთ”
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ყაჩაღობებმა იმატა