თალიბებთან, შესაძლებელია, მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყოს

ტერორისტული დაჯგუფება “თალიბანის” ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მათი შეთავაზება “ომისა და არაკანონიერი ოკუპაციის” დასრულების მიზნით აშშ-თან მოლაპარაკებების გამართვაზე, ისევ ძალაშია. ამავე დროს, ის გამორიცხავს ნებისმიერ პირდაპირ დიალოგს ავღანეთის მთავრობასთან. თალიბების პრეს-მდივანმა ზაბიხულ მუჯახიდმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-სთან დიალოგის ახალი რაუნდი შესაძლებელია, თუმცა, ადგილი და თარიღი, ჯერჯერობით, განსაზღვრული არ არის.

დეკემბერში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრმაპმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების ნაწილის გამოყვანას გეგმავს.

ავღანეთში მიმდინარე 17 წლიანი ომი ამერიკის უცხოური სამხედრო კამპანიის ყველაზე ხანგრძლივი დაპირისპირებაა. ის შეერთებულ შტატებს თითქმის 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდა. ომს კი 150 ათასი ადამიანი შეეწირა, მათ შორის, სამოქალქო პირები, ქალები, ბავშვები, ავღანეთის არმიისა და აშშ-ს არმიის ჯარისკაცები, ამბოხებულები და ტერორისტები.

banner
წინა სტატიაშისერბები მასობრივად აპროტესტებენ პრეზიდენტ ვუჩინის პოლიტიკას
შემდეგი სტატიათეთრი სახლისა და კონგრესის წარმომადგენლები “შათდაუნის” დასასრულებლად მოლაპარაკებებს მართავენ