თალიბებმა მოსკოვს პირობა მისცეს, რომ შუა აზიას ხელს არ ახლებენ

ავღანური რადიკალური მოძრაობა “თალიბანის” დელეგატებმა მოსკოვს პირობა მისცეს, რომ შუა აზიის ერთიანობას ხელს არ ახლებენ – ამის შესახებ საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე.

მოლაპარაკებებისას რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში ზამირ კაბულოვმა შეშფოთება გამოხატა ავღანეთის ჩრდილოეთით მიმდინარე მოვლენების გამო და თალიბებს მოუწოდა კონფლიქტი ავღანეთის გარეთ არ გადაიტანონ – რუსული მედია წერს.

ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ავღანეთში სიტუაცია დღითიდღე რთულდება. მინისტრმა ეს ქვეყნიდან ნატოს ჯარების გაყვანას დაუკავშირა.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე, მას შემდეგ რაც ნატოს ჯარებმა ავღანეთიდან გასვლა დაიწყეს, თალიბებმა ქვეყნის უმეტესი ნაწილი დაიკავეს.

banner
წინა სტატიაშიშვეიცარია პირველი ქვეყანაა, რომლის კოვიდ-სერთიფიკატები ევროკავშირმა აღიარა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ვაქცინაციისას რუსებს სექსისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს