თალიბები ავღანელი დეპუტატის სახლს თავს დაესხნენ და მისი შვილიშვილები დახოცეს

წუხელ ღამით თალიბები, ავღანელი პარლამენტარის მირ ვალი ხანის სახლს დაესხნენ თავს. ისინი სახლში შეიჭრნენ და ყველა დახოცეს, ვინც იპოვეს, მათ შორის დეპუტატის ორი შვილიშვლი, ასევე, რამდენიმე ნათესავი და დაცვის წევრები, სულ, რვა ადამიანი.
დაცვამ ხანის და მისი ცოლის ევაკუიაცია მოასწრო, რომლებიც დაჭრილები არიან. სპეცრაზმმა სახლს ალყა შემოარტყა. დეპუატის სახლში მყოფი სამი თალიბის ლიკვიდაციის ოპერაცია 9 საათი მიმდინარეობდა.
ხანი ჰილმენდის პროვინციას წარმოადგენს, სადაც ახლა ომი მიმდინარეობს. მისი შვილი, რომელიც პოლიციაში მუშაობდა, ბოევიკებთან ბრძოლაში დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშისოციალური მომსახურების სააგენტო ერთ-ერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში შესაძლო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაბორჯომში პოლიციელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა