თალაკვაძის თხოვნაზე, ოპოზიციის წარმომადგენლებს ხელის აწევით დაედასტურებინათ იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსს, ხელი ოპოზიციის მხოლოდ ერთმა წარმომადგენელმა ასწია

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის თხოვნაზე, ოპოზიციის წარმომადგენლებს ხელის აწევით დაედასტურებინათ, დღევანდელი მოცემულობით იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსს, ხელი ოპოზიციის მხოლოდ ერთმა წარმომადგენელმა ასწია.

როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ეს არის პრობლემა და ასეთი ოპოზიცია ჰყავს საქართველოს პარლამენტში.

„ემხრობით თუ არა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ახლა და დღეს არსებული მოცემულობით, ანუ თქვენ, თქვენს ქვეყანას რაიმე დამატებით პირობას უყენებთ, თუ თვლით ახლავე, რომ საქართველო ამ დემოკრატიის პირობებში ამ ხელისუფლებით, ამ ოპოზიციით, ამ რეფორმებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, გთხოვთ, ხელის აწევით დაუჭიროთ მხარი ამ წინადადებას… ხედავთ მეგობრებო, ეს არის პრობლემა და ასეთი ოპოზიცია ჰყავს საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიციის ნაწილმა თავიანთი გამოსვლების შემდეგ საპარლამენტო დებატები დატოვა. სხდომაზე დებატები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშინებისმიერი ადამიანი, ვინც იქნება წინააღმდეგი საქართველოსთვის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების კუთხით, არის ქვეყნის მტერი – დეკანოიძე
შემდეგი სტატიაშარლ მიშელი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ საკითხის გადაწყვეტას ევროპული საბჭოს მომავალი სხდომისთვის შეძლებს