თალაკვაძის გამოსვლისას ოპოზიციამ დარბაზში სსრკ ჰიმნი ჩართო

40 წუთზე მეტია რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე პარლამენტისა და მმართველი პარტიის მიღწევაზე საუბრობს.

რამდენიმე წუთის წინ ოპოზიციამ ერთგვარი პერფორმანსი მოაწყო, როცა სხდომათა დარბაზში შევიდა და თალაკვაძეს და მინისტრებს საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩაურთო.
ოპოზიციის წარმომადგენლებს ხელში რუპორები ეჭირათ, საიდანაც საბჭოთა ჰიმნი ისმოდა. ისინი აცხადებენ, რომ სწორედ სსრკ-ს დროინდელი გამოსვლაა ის, რასაც დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მყოფი მთავრობის წევრები და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ისმენენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ირაკლი შოთაძე არის ღირსეული, პროფესიონალი, რომელმაც შეძლო ხშირად მძიმე გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე : ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტში იჭრებოდა, რას ნიშნავს პოლიტპატიმარი? აქ არის ძალიან სერიოზული კითხვები