თალაკვაძემ გიორგი რურუას მონახულებაზე სამადაშვილის განცხადება დააკმაყოფილა

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დააკმაყოფილა “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადება, რომ მან ციხეში გიორგი რურუას მონახულება შეძლოს.

“მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს, სალომე სამადაშვილს კოვიდ19-ზე PCR ტესტის გაკეთების შემთხვევაში, უსაფრთხოების წესების დაცვით, შეუძლია გიორგი რურუა მოინახულოს. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სალომე სამადაშვილს არ ეძლევა პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი რურუას მონახულების საშუალება – არასწორია”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგოგა ხაინდრავა: ვნახეთ შალიკოს ფანჩატურში ოპოზიციის ერთობა და მეორე წუთში რას ეძახნდნენ ერთმანეთს
შემდეგი სტატიასაია 117 უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილობას და ბიულეტენების ხელახლა გადათვლას ითხოვს