თალაკვაძე თბილისის მერობის კანდიდატობაზე – ეს გახლავთ მიზანმიმართულ ჭორი

პარლამენტის გადამდგარი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, ჭორებს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის თვითმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.

“რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინსიმულაციებს, თითქოს მე თბილისის მერის არჩევნებში ვაპირებ მონაწილეობას გუნდის სახელით, ეს გახლავთ, მიზანმიმართული ჭორი. მე არაერთხელ ვთქვი, რომ თბილისს ჰყავს გამორჩეული მერი, რომელიც ჩვენი გუნდის ლიდერია და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში ძალიან ბევრ მოქალაქეს სურს, რომ კახი კალაძე ისურვოს მერად მომავალშიც.

მე არაერთხელ ვთქვი, რომ პირველ რიგში, ეს მისი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩვენ, უახლოეს პერიოდში, კამპანიის დაწყებისას წარვუდგენთ საზოგადოებას”,- თქვა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – ამნისტიის კანონზე კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გვექნება, 15-20 სხვადასხვა ტიპის კანონია მისაღები
შემდეგი სტატიაჩეხეთში ბომბის შესახებ ინფორმაციის შემდეგ შსს-ს შენობის ევაკაუცია მოხდა