თალაკვაძე – შევსებულ დოკუმენტში ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია სათანადოდ იქნება დამუშავებული და მიწოდებული ევროკავშირისთვის

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის კითხვარზე ყველა შესაბამის ინსტიტუტთან ერთად იმუშავა. მისივე თქმით, შევსებულ დოკუმენტში ყველა ობიექტური, მოთხოვნილი ინფორმაცია სათანადოდ იქნება დამუშავებული.

როგორც არჩილ თალაკვაძე ამბობს, ევროკავშირის წინაშე პასუხისმგებლობას კარგად აცნობიერებენ, რის გამოც პრემიერი სამუშაოს პირადად უწევს კოორდინაციას.

„საქართველოს მთავრობამ კითხვარზე ყველა შესაბამის ინსტიტუტთან ერთად იმუშავა და პირველი ნაწილის შესახებ ინფორმაციის გადაცემა უკვე მოხდება. მთავრობა მუშაობას განაგრძობს. ყველა ობიექტური, მოთხოვნილი ინფორმაცია სათანადოდ იქნება დამუშავებული და მიწოდებული ევროკავშირისთვის. კარგად ვაცნობიერებთ, თუ რა პასუხისმგებლობა არის ის, რომ ევროკავშირთან ურთიერთობაში ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენდეთ. სწორედ ამიტომ ირაკლი ღარიბაშვილი ამ სამუშაოს კოორდინაციას პირადად უწევს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ქალაქ ბელგოროდში ორი აფეთქება მოხდა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია
შემდეგი სტატიაუკრაინა აგრძელებენ რუსი სამხედრო დამნაშავეების იდენტიფიცირებას