თალაკვაძე: საზოგადოებას კითხვები არ უნდა ჰქონდეს, რომელ მხარეს დგას „ქართული ოცნება“

ჩვენი საარჩევნო კამპანიის ნაწილი არის ჯანდაცვის პროფესიონალების რეკომენდაციების მხარდაჭერა, საზოგადოებას კითხვები არ უნდა ჰქონდეს, რომელ მხარეს დგას „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ გადაფუთულია სხვადასხვა ფერში და ცდილობს, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით, დესტაბილიზაციით, პარტიული ტელევიზიების გამოყენებით როგორმე დაუბრუნდეს პოლიტიკურ სათამაშო ველს. თალაკვაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ რადიკალურ და ანტისახელმწიფოებრივ ძალად რჩება.

„თქვენ შეგიძლიათ თავად დარწმუნდეთ, რომ ჩვენი საარჩევნო კამპანიის ნაწილი გახლავთ სწორედ იმ რეკომენდაციების მხარდაჭერა, რომელსაც ჯანდაცვის პროფესიონალები იძლევიან პანდემიის დროს. ეს არის ვაქცინაცია, პირბადის გამოყენება და სხვა რეკომენდაციები, რაც გვიცავს „კოვიდ-19“-სგან. ამიტომ ვფიქრობ, კითხვები არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, რომელ მხარეს დგას „ქართული ოცნება“.

რაც შეეხება პლაკატებს, ვფიქრობ, ეს არის საზოგადოების ერთი ნაწილის უკურეაქცია, რომ დღეს ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ გადაფუთულია სხვადასხვა ფერში, ნომრებში ცდილობს, რომ საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით, დესტაბილიზაციით, პარტიული ტელევიზიების გამოყენებით როგორმე დაუბრუნდეს პოლიტიკურ სათამაშო ველს, მაგრამ ისინი არიან „აბსაიტში“, ვინაიდან რჩებიან რადიკალურ და ანტისახელმწიფოებრივ ძალად“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიოქრიაშვილია ამბობს, რომ დმანისში 2 აქტივისტი ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა და მისმა შვილმა დაჭრეს
შემდეგი სტატიანინო ლაცაბიძე: მე გამოვრიცხავ, რომ ჩვენი მხარდამჭერი ამ ტიპის დანაშაულს ჩაიდენდა