თალაკვაძე სასულიერო პირებზე: როგორც სხვა მოქალაქეებს მოწვევა მათაც აქვთ

პარლამენტის თავჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების კანდიდატის წარდგენაზე სასულიერო პირების დასწრება, მათ არჩევნების ჩარევას არ ნიშნავს.

თალაკვაძის თქმით, კანდიდატების წარდგენაზე ქართული ოცნება სასულიერო პირებს, როგორც სხვა მოქალაქეებს ისე იწვევს.

“სიმართლე არის ის, რომ რამდენიმე ტელევიზია, მათ შორის თქვენი ტელევიზია, ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ცდილობს, რომ მოხდეს ეკლესიის დისკრედიტაცია და ამ ყველაფერს თქვენ ხალხს აწვდით იმ კონტექსტში, რომ თითქოს ეკლესია ჩართულია საარჩევნო პროცესში.

სიმართლე არის ის, რომ სასულიერო პირები, ისევე როგორც სხვა ადამიანები, პედაგოგები, ექიმები ვინც ჩვენ შეხვედრებს ესწრებიან არიან ჩვენი საზოგადოების თავისუფალი წევრები და როდესაც ჩვენ ვიწვევთ საზოგადოებას, სადაც ჩავდივართ, რა საკვირველია ეს მოწვევა აქვთ სასულიერო პირებსაც”,-განაცხადა თალაკვაძე.

banner
წინა სტატიაშიბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით მოთავსებულ 72 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაზაალ უდუმაშვილი – არც ერთ ჩვენს თანამებრძოლს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა კვლავ კარანტინში არიან