თალაკვაძე-რუსეთმა ზომები უნდა მიიღოს და დროულად გაათავისუფლოს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინადაშვილის გათავისუფლება, ხელისუფლებისთვის და საზოგადოებისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია.

მისი თქმით, მმართველი გუნდი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ექიმის დროულად გათავისუფლებისთვის აქტიურად მუშაობს.

“ეს არის გაუგონარი ბოროტება, რომ ექიმი, რომელიც განსაცდელში მყოფ ადამიანებს ეხმარებოდა დააკავო. ამით გამოჩნდა, რომ საოკუპაციო რეჟიმი ადამიანურ ღირებულებებს კიდევ ერთხელ გაემიჯნა და ისიც, თუ რა მძიმე ვითარებაა ოკუპირებულ რეგიონში და ბუნებრივია ამაზე პასუხისმგებელია საოკუპაციო რეჟიმი. რუსეთის ფედერაციამ უნდა მიიღოს ზომები და დროულად გაათავისუფლოს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი”- ამბობს თალაკვაძე.

banner
წინა სტატიაშირუსლან აბაშიძე ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატია“დესტაბილიზაციაზე მიმართული ქმედებები გავლენას ახდენს ეკონომიკურ ფაქტორებზე და ნეგატიურად მოქმედებს გაცვლით კურსზე”