თალაკვაძე – რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყნის ოპონენტები გახდნენ

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარი ქვეყნის ოპონენტები გახდნენ, მაგრამ არავის გაუმარჯვია საკუთარი ქვეყნის ხარჯზე, არავის მოუგია საკუთარ ქვეყანასთან ასეთი უსინდისო ბრძოლა,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას არ სურს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ეს საზოგადოებამაც დაინახა.

„არც ერთი ევროპარლამენტარის გამართლება არ სჭირდება იმას, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ორი თვე არათუ ევროდერეფნებში დადიოდნენ და საკუთარ ქვეყანას ბლოკავდნენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, არამედ ეთერებში, მათ შორის, საერთაშორისო მედიების ეთერებში ისხდნენ და ამტკიცებდნენ, რომ საქართველო არ იმსახურებს სტატუსს. თქვენც ხომ იცით, როცა პარლამენტში როცა საკითხი დადგა უჭერს თუ სტატუსის მინიჭებას უპირობოდ მხარს, უარყოფითი დამოკიდებულება აჩვენეს, რომ ქვეყანამ არ უნდა მიიღოს სტატუსი, რა განცხადებები უშველის იმას, რაც საზოგადოებამ ნათლად დაინახა”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ის გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას პატიმრობის საკითხს და აღნიშნა, რომ ეს საკითხები ევროკავშირში, როგორც საქართველოსთვის სტრატეგიულ საკითხები, არ დგას.

“არც მიხეილ სააკაშვილია დემოკრატიის შუქურა და ადამიანის უფლებების გარანტი და არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია. ევროკავშირში მიმდინარე დისკუსიებში ბოლო დღეებში საერთოდ არ მიიჩნევა ეს საკითხები საქართველოსთვის სტრატეგიულ საკითხებად, ერთადერთი ვინც ცდილობს მედიის ზედაპირზე ეს ამოიტანოს, არის “ნაციონალური მოძრაობა” და მიერ მიერ მართული მედია,”- განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – კანონპროექტების 90 პროცენტი, რაც პარლამენტში შემოდის, ვეტოს იმსახურებს
შემდეგი სტატიაზარქუა – იმ გუნდს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია, მოსახლეობა წამებაში გამოატარა, მორალური უფლება არ აქვს „ქართული ოცნების“ გუნდს და მის პრემიერს ამ ტონალობაში ელაპარაკოს