თალაკვაძე : რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივ აზრზე თავდასხმას

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას “საზოგადოებრივ აზრზე თავდასხმაში” ადანაშაულებს.

გარდა ამისა, თალაკვაძე საარჩევნო პროცესში არალეგიტიმურ ჩარევაზეც საუბრობს და ამის მაგალითად ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობას ასახელებს.

“შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნების წინ თუნდაც ძირითადი ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი ნამდვილად ჰქონდა საზოგადოებრივ აზრზე ხშირ შემთხვევაში თავდასხმას, იყო არალეგიტიმური ჩარევაც, მაგალითად მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და კანონის დარღვევით მონაწილეობდა ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიაში. იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლები ობიექტურად აფასებენ”, – განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიადამ კინზინგერი კონგრესმენად ხელახლა აირჩიეს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი : არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს, თვითონ გადავიტანე კორონავირუსი, ჩემთვის იყო, გრიპზე უფრო მსუბუქი