თალაკვაძე – ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება

ქვეყნის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, მომავალში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა და ყველა ლიდერმა თავისი საქმიანობა უნდა წარმართონ კონსტიტუციისა და წესების დაცვით, თუ გვინდა, რომ ევროპული სახელმწიფო გვქონდეს, ჩვენი მოვალეობა სწორედ კონსტიტუციის დაცვით უნდა შევასრულოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, კონსტიტუციის უგულებელყოფამ ქვეყანა ბევრჯერ ტრაგიკულ და მძიმე შედეგამდე მიიყვანა, რაც აღარ უნდა განმეორდეს. ვხედავთ, რომ კენჭისყრასთან დაკავშირებით ოპოზიცია თავის მართლების რეჟიმშია გადასული.

„ეს იმის გამო ხდება, რომ ოპოზიციაში ორი ადამიანიც კი ერთმანეთს არ ენდობა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრეზიდენტს უკვე შეუთვალა – ან სააკაშვილის შეწყალება, ან იმპიჩმენტი. მეორე მხარეს დისკუსია წამოიწყეს, რომ თითქოს რეგლამენტში აქამდე ჩაწერილი ფარული კენჭისყრა ახალია და არ იცოდნენ. რეალურად, ეს ყველაფერი პრეზიდენტთან პოლიტიკურ ვაჭრობას ემსახურება. რეალურად, საკუთარი საუბრებით პრეზიდენტს ევაჭრებიან. რაც შეეხება მაია კოპალეიშვილს, ქართველმა ხალხმა ამ სიამაყეს პასუხი 2012 წლის არჩევნებში უკვე გასცა. თუ ვინმეს ეამაყება იმ რეჟიმის წევრობა, რომელმაც უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, ხალხს ჩამოართვა საკუთრების უფლება, დაატერორა ბიზნესი, აკონტროლებდა მედიას, ეს მისი პრობლემაა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე – ოპოზიციას არ აქვს ხალხის მხარდაჭერის იმედი, მათ აქვთ მხოლოდ კარვების იმედი
შემდეგი სტატიაჟან-კლოდ იუნკერი – ცრუ დაპირებები არ უნდა მივცეთ უკრაინაში ხალხს, რომლებიც ტანჯვაში არიან ჩაფლულები, კორუმპირებული უკრაინა არ არის მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის