თალაკვაძე: პრეზიდეტი ხედავს პოზიტიურ ცვლილებებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძის თქმით, პრეზიდენტი ეთანხმება იმას, რომ ვენეციის
კომისიასთან შეთანხმებული ორი საკითხი კონსტიტუციაში დროულად აისახოს.

“ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა პრეზიდენტთან. პრეზიდეტი ხედავს პოზიტიურ ცვლილებებს. დაველოდებით მის საბოლოო გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

პრეზიდენტის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრა 4 ოქტომბერს გაიმართა.

ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საბოლოო დასკვნა დღეს უნდა მიიღოს.

პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით 26 სექტემბერს მიიღო.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე : მოსახლეობას მომდევნო კვირის დასაწყისში ეცოდინება, იქნება თუ არა პრეზიდენტის ვეტო საკონსტიტუციო ცვლილებებზე
შემდეგი სტატიასაქართველოს გერმანიის თავდაცვის მინისტრი სტუმრობს