თალაკვაძე – პენიტენციური ჯანდაცვის სამედიცინო გუნდმა გეგმა უნდა შეიმუშაოს, რა სამედიცინო ჩარევა და რესურსებია საჭირო სააკაშვილის მდგომარეობის შემდგომი მართვისთვის

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კვების აღდგენის მართვასთან დაკავშირებული გეგმა უნდა შემუშავდეს.

როგორც თალაკვაძე აცხადებს, აღნიშნული გეგმა იმ სამედიცინო ჯგუფმა უნდა შეუმუშაოს, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა პასუხისმგებელი.

“პენიტენციური ჯანდაცვის სამედიცინო გუნდმა, რომელიც პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, საჭიროა შეიმუშაოს და დროულად წარადგინოს რეფიიდინგ სინდრომის მართვის გეგმა, სადაც ჩანს, რა სამედიცინო ჩარევა და რესურსებია საჭირო პაციენტის მდგომარეობის შემდგომი მართვისთვის”, – აცხადებს თალაკვაძე.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა პეტიცია შექმნეს
შემდეგი სტატიაწერეთელი – ომბუდსმენის ჩართვა საქმეში საჭიროა, რომ ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს სტრასბურგს