თალაკვაძე – პარლამენტმა სახელმწიფოს ინტერესებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო და პრეზიდენტის წარდგენილი კანდიდატები დაამტკიცა, სებ-ის საბჭოში მოსალოდნელი კრიზისი აღკვეთილია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით მოქალაქეებისა და სახელმწიფოს ინტერესებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო და პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები დაამტკიცა.

თალაკვაძის თქმით, ამით პრაქტიკულად აღკვეთილია მოსალოდნელი კრიზისი ეროვნული ბანკის საბჭოში.

„ბანკი განაგრძობს სტაბილურად და ნორმალურ რეჟიმში საქმიანობას. გუშინ ვნახეთ, „ნაციონალური მოძრაობა“ ახდენდა ზეწოლას საქართველოს პრეზიდენტზე კანდიდატების გაწვევასთან დაკავშირებით. მინდა, მოქალაქეებს ვუთხრა, რომ კანონსა და რეგლამენტში კანდიდატის გაწვევის მექანიზმი არ არსებობს. როდესაც პრეზიდენტი წარადგენს კანდიდატებს პარლამენტში, მისი როლი ამ პროცესში უკვე იწურება. შესაბამისად, კანონის სრული დაცვით მოხდა ორი ახალი წევრის გამწესება ეროვნული ბანკის საბჭოში. მოქალაქეებს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. პანიკის საფუძველი არ არსებობს, ეროვნული ბანკი და საბანკო სისტემა ნორმალურ რეჟიმში განაგრძნობენ საქმიანობას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – ფარცხალაძე იმყოფება საქართველოში, რატომ არ აკავებენ რუს ჯაშუშს? – ის უნდა დააკავონ და ეროვნული ბანკის ბრძანება დაუყოვნებლივ გაუქმდეს
შემდეგი სტატიაკობახიძე – ზოგი ჭირი მარგებელია, არის ასეთი გამოთქმა, ერთდღიანი ჭირის დატრიალება სცადა ოპოზიციამ, თუმცა საბოლოო ჯამში საკუთარი თავი დაისაჯა