თალაკვაძე ოპოზიციას – თუ რამის თავი გაქვთ და პრემიერ-მინისტრთან დებატები შეგიძლიათ, მობრძანდით პარლამენტში

თუ რამის თავი გაქვთ და პრემიერ-მინისტრთან დებატები შეგიძლიათ, მობრძანდით პარლამენტში და აქ დაუმტკიცეთ თქვენს ამომრჩევლებს, რომ ძლიერი პოლიტიკოსები ხართ – სხვა შემთხვევაში, მშრალი ანგარიშით იქნებით წაგებული, – ასე მიმართა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას.

მისი თქმით, კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” და რადიკალური ოპოზიცია დიდგულზე ტელეკამერების წინ არის, სინამდვილეში კი სხდომებს ვერ ესწრებიან.

“თუ რამის თავი აქვთ და მართლა შეუძლიათ პრემიერ-მინისტრთან დებატებში ჩართვა, მოვიდნენ პარლამენტში და აჩვენონ ხალხს, რა შეუძლიათ. ერთი, რა კითხვებს დასვამენ და რა პასუხებს გასცემენ დებატებში. მაგრამ, პოლიტიკური ანგარიში რასაც აჩვენებს, აქამდე, ბატონი ირაკლი კობახიძე ყოველთვის გამარჯვებული იყო ამ რადიკალებთან, საპარლამენტო დებატებში. ალბათ, მაგიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ დაესწრონ სხდომებს. მაინც, სხდომის წინ, რამდენიმე საათით ადრე, ჩვენ მოვუწოდებთ, თუ რამის თავი გაქვთ, მართლა დებატები შეგიძლიათ, მობრძანდით პარლამენტში და აქ დაუმტკიცეთ თქვენს ამომრჩევლებს, რომ ძლიერი პოლიტიკოსები ხართ. სხვა შემთხვევაში, მშრალი ანგარიშით იქნებით წაგებული,” – განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიესპანეთის მწვრთნელი – მინდა, მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატო საქართველოს ნაკრების მიმართ, რომელმაც პორტუგალიის წინააღმდეგ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა
შემდეგი სტატიაუსუფაშვილი – საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აერია ყველაფერი, საღი აზრი პირველ რიგში!