თალაკვაძე ოპოზიციას – აიღეთ პასუხისმგებლობა, შემობრძანდით საგამოძიებო კომისიაში და გადაამოწმეთ თქვენი ბრალდება

თუ ოპოზიციას კიდევ გაქვთ ბრალდება, მაშინ აიღეთ პასუხისმგებლობა შემობრძანდით საგამოძიებო კომისიაში, გადაამოწმეთ თქვენი ბრალდება,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძე განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ განმარტა, ოპოზიციის ბრალდება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ემსახურებოდა ერთადერთს, რომ როგორმე ძირი გამოეთხარა არჩევნებისთვის.

„ეს ის ოპოზიციაა, რომელმაც არჩევნების მიმართ დააყენა ძალიან მძიმე, თუმცა უსაფუძვლო, ცარიელი ბრალდება. მათ თქვეს, რომ არჩევნები გაყალბდა. ამის გადამოწმების საშუალება გახლდათ გადათვლა, რომელზეც თქვეს უარი. შემდეგი საშუალება გახლდათ გამოძიება ამ საკითხის, რაზეც როგორც ჩანს კვლავ ამბობენ უარს. თუმცა, ამ კომისიაში ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი. ჩვენ მაქსიმალურად გამჭვირვალედ შევეცდებით საზოგადოებას დავანახოთ, რომ იმთავითვე არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით წაყენებული ბრალდება გახლავთ უსაფუძვლო. ეს ემსახურებოდა ერთადერთს, რომ როგორმე ძირი გამოეთხარა არჩევნებისთვის. ეს დაგმეს საერთაშორისო პარტნიორებმა, საზოგადოებისთვის ეს იყო მიუღებელი, მათ შორის ოპოზიციის ამომრჩევლებისთვის. თუ ოპოზიციას კიდევ გაქვთ ბრალდება, მაშინ აიღეთ პასუხისმგებლობა, შემობრძანდით კომისიაში, გადაამოწმეთ თქვენი ბრალდება. სხვა შემთხვევაში ეს ბრალდება გაბათილდება და ჩვენ მაქსიმალურად ვაჩვენებთ საზოგადოებას, რომ ეს იყო რეალურად, არასწორი და უსაფუძვლო ბრალდება“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლემ ნიკა მელიას ადვოკატების შუამდგომლობა, მელიას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე რეაგირების შესახებ, არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიაისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ქვეყნის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის შენობა დაბომბა