თალაკვაძე – მელია ლევან ხაბეიშვილის თავისტკივილად რჩება და ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას გულისტკივილად

მელია ლევან ხაბეიშვილის თავისტკივილად რჩება და ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას გულისტკივილად, ეს პარტია არის დაშლილი, შიგნით მემკვიდრეობის, ძალაუფლების, უკანონო ფულისა და მედიის გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, დიდ სურათში „ნაციონალურ მოძრაობას“ მომავლის ლიდერი არ ჰყავს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს სამომავლო გეგმა, რის გამოც არჩევნებში მონაწილეობის ეშინია. ვხედავთ, რომ შუალედურ არჩევნებში ერთი კანდიდატიც ვერ დააყენეს. როცა პრეტენზია მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე გაქვს და არჩევნებში ერთ კანდიდატს ვერ აყენებ, ეს უკვე არის პოლიტიკური დიაგნოზი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიჟან-კლოდ იუნკერი – ცრუ დაპირებები არ უნდა მივცეთ უკრაინაში ხალხს, რომლებიც ტანჯვაში არიან ჩაფლულები, კორუმპირებული უკრაინა არ არის მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის
შემდეგი სტატიამაია კოპალეიშვილი ირაკლი კობახიძეზე – პროვოკაციულ კითხვებს სვამს, რასაც არ გავატარებ