თალაკვაძე: მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ოპოზიცია არ დაეთანხმა

“მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ოპოზიცია არ დაეთანხმა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ , ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულებული შეხვედრის განაცხადა.

მისივე განმარტებით, მთავარი მიზეზი, რის გამოც ოპოზიციამ მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, არის ის, რომ დოკუმენტში არ იყო პუნქტი- ვადამდელი არჩევნების შესახებ.

“მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ოპოზიცია არ დაეთანხმა. მათ ვერ გამოხატეს მზადყოფნა და პასუხისმგებლობა ამ დოკუმენტის ხელმოსაწერად, რაც სამწუხაროა და ამან ხელი შეუშალა შეთანხმებას და პოლიტიკური დიალოგის დასრულებას წარმატებით”, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემაჯამებელი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო. მხარეები დოკუმენტზე 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ, მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: ჩვენ ვეთანხმებით სამ საკითხს, რაც რეფორმებს ეხება- ვფიქრობ, წავიწიეთ წინ
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: სამ პუნქტთან დაკავშირებით ვამბობდით, რომ პრობლემა არ გვქონდა