თალაკვაძე – მალე დადგება დრო, როდესაც ოპოზიციური ჯგუფები საქართველოს პარლამენტში ფრაქციებსაც შექმნიან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბუუროს სხდომაზე ისაუბრა რეგლამენტში განსახორციელებელ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო თანამდებობის დაკავების უფლება უფრაქციო დეპუტატებსაც ექნებათ.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, ცვლილებების მიზანია, ოპოზიციის წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ცვლილებებით გათვალისწინებული საპარლამენტო ინსტრუმენტები მაქსიმალურად გამოიყენონ. ამასთან, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ოპოზიციური ჯგუფები საქართველოს პარლამენტში ფრაქციებსაც შექმნიან.

„მეორე საკითხი გახლავთ რეგლამენტში ცვლილებები. მოგეხსენებად ამასთან დაკავშირებით ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია და არგუმენტაცია. იმ ფონზე, როდესაც მეტი ოპოზიციის წარმომადგენელი ერთვება საპარლამენტო პროცესში, მათ მაქსიმალურად მიეცეთ საშუალება, რომ გამოიყენონ ის საპარლამენტო ინსტრუმენტები, რომლებიც რეგლამენტით აქვს მიცემული ოპოზიციურ ფრაქციებს. თუმცა, მინდა, გითხრათ, რომ ძალიან მალე მოვა ის დრო, როდესაც ოპოზიციური ჯგუფები ფრაქციებსაც შექმნიან საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის საგარეო დაზვერვა აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რუსეთში ძალაუფლების გადაცემის პროცესი დაიწყო
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა, ფაქტობრივად, დასრულებულია