თალაკვაძე მაჭავარიანის გადადგომაზე: პოსტის დატოვებას წლის ბოლოს გეგმავდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ივანე მაჭავარიანის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება და აცხადებს, რომ გუნდს ჰქონდა ინფორმაცია მაჭავარიანის გადადგომასთან დაკავშირებით.

თალაკვაძის განმარტებით, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ადრე ჰქონდა მიღებული, თუმცა პანდემიის კრიზისის პირობებში, მაჭავარიანმა თანამდებობა დღემდე არ დატოვა.

“გუნდს ჰქონდა ინფორმაცია ივანე მაჭავარიანის გადადგომასთან დაკავშირებით. თავადაც განმარტა განცხადებაში, რომ მას სურდა თანამდებობის დატოვება წლის ბოლოსთვის, ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას, რომ პანდემიის კრიზისის პირობებში ის დარჩა კიდევ რამდენიმე თვე თანამდებობაზე და მხოლოდ ახლა მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე მინდა მას მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო,”- განაცხადა არჩილ თაკლავაძემ “რუსთავი 2” -ის ეთერში.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიდოლიძე: დამოუკიდებელი სასამართლო რჩება “ოცნების”აქილევსის ქუსლად
შემდეგი სტატიამდინარაძე მაჭავარიანზე: მადლობა ქვეყნის სამსახურში გაწეული დაუღალავი შრომისთვის