თალაკვაძე: კონსილიუმს არ შეიძლება კითხვები დავუსვათ მოქალაქეებმა? ჩვენც გვაქვს კითხვები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ არ არსებობს ისეთი კვლევის საჭიროება, რომლის ჩატარება მე-18 დაწესებულებაში შეუძლებელია.

“კონკრეტულ კითხვას გისვამთ თქვენ, ან იმ პირებს, ვისაც კომპეტენტურად მიაჩნიათ თავი ამ სფეროში, მითხარით, იცით თუ არა დღემდე, რა სპეციფიკური კვლევა შეიძლება დასჭირდეს, იცით თუ არა კონკრეტულად დღეის მდგომარეობით, იმიტომ რომ გუშინ და გუშინწინ ითხოვდნენ გადაყვანას სხვა კლინიკაში.

კონსილიუმს არ შეიძლება კითხვები დავუსვათ მოქალაქეებმა? ჩვენც გვაქვს კითხვები, თუ რეკომენდაცია გასცეს, გვითხრან კონკრეტულად რა მაღალტექნოლოგიური ჩარევა სჭირდება დღეს მიხეილ სააკაშვილს ისეთი, რომ ერთი მულტიპროფილური კლინიკიდან გადავიყვანოთ სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში?

მე არ მაქვს ამაზე პასუხი როგორც პარლამენტარს და საზოგადოების წევრს,” – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მსვლელობის დაანონსებული მიმართულება შეცვალა
შემდეგი სტატიახვიჩია: ცალსახაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის წარდგენილი სასამართლოს წინაშე, არ მიგყავთ სასამართლოში, გეგონება ეს რამე საფრთხეს წარმოადგენდეს