თალაკვაძე ხაზარაძეზე: ვცვლით სისტემას ისე, რომ ყველას მიეცეს პარლამენტში მოხვედრის შანსი

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს ქვეყანაში არსებული კანონმდებლობით, შესაძლებლობა აქვს შექმნას პოლიტიკური პარტია და შანსი, წარმომადგენლობა მოიპოვოს პარლამენტში.

მისი თქმით, საქართველოში 400-მდე პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული და მხოლოდ 30-მდეა რეალურად ფუნქციური, რაც იმაზე მიუთითებს, რომ წარსულში, ბევრ ადამიანს ჰქონდა სურვილი შეექმნა პოლიტიკური პარტია, თუმცა,” ცოტანი არიან ისეთები, ვინც რეალურ გავლენას ახდენენ პოლიტიკის კეთებაზე”.

“რაც შეეხება ბატონი ხაზარაძის შესაძლო პოლიტიკურ გეგმებს, ის, ისევე როგორც სხვები, ისარგებლებს იგივე კანონმდებლობით, მათ ექნებათ შესაძლებლობა შექმნან პოლიტიკური პარტია. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ამ მომენტში ის არის რომ ჩვენ ვცვლით საარჩევნო სისტემას იმგვარად, რომ ძველ, არსებულ, კონსერვატიულ პარტიებს, თუ ახალ პოლიტიკურ პარტიებს, ყველას ექნება შესაძლებლობა რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და ჰქონდეს რეალური შანსი, წარმომადგენლობა მოიპოვოს პარლამნეტში. ამისათვის სწორედ ჩვენ ერთჯერადად შემოგვაქვს ნულოვანი ბარიერი, პროპორციულ სისტემასთან ერთად”- ამბობს თალაკვაძე.

TBC ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც 9 ივლისს დაანონსა, უახლოეს დღეებში წარმოადგენს. ასევე ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის სპიკერი საია-ს ყოფილი თავმჯდომარე და პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი იქნება. ხაზარაძემ პოლიტიკური პარტიის დაფუძნებაც დაანონსა.

banner
წინა სტატიაშიფილიპ რიკერი-საქართველოს აშშ-სა და ამერიკელ ხალხზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს
შემდეგი სტატია„დოიჩე ველე“ – გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის ქმედებებს ოკუპაცია უწოდა