თალაკვაძე – კახა კალაძეზე ორკესტრირებული შეტევა ორგანიზებული იყო
სხვა სტატიები
- ლევან ხაბეიშვილი: არ ვაპირებ არაფრის ფასად ვიმუშავო იმ მერიაში , სადაც თბილსელებზე ზრუნვის გარდა აკეთებენ ყველაფერს
- დავით ზალკალიანი: საქართველოში ვირუსის მაქსიმალური პრევენციისთვის მთავრობა ყველაფერს აკეთებს
- თეა წულუკიანი:თბილისში ნოტარიუსები ორ ლოკაციაზე იმორიგევებენ და განახლდება სანოტარო მომსახურება
კახა კალაძეზე ორკესტრირებული შეტევა ორგანიზებული იყო პოლიტიკური პროდიუსერებისა და ოპოზიციის მართული მედიის მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობების დემონტაჟის თემაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, იმ მშენებლობების დემონტაჟი განხორციელდა, სადაც არავინ ცხოვრობდა.
მან ასევე თბილისის მერის ინიციატივით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
„კახი კალაძის მიმართ კრიტიკა იმ ადამიანების მხრიდან მოვისმინეთ, რომელთაც ჩვენს საზოგადოებაში სამართლიანობაზე, კანონის უზენაესობასა და ობიექტურობის ვერდიქტზე პრეტენზია აქვთ. სინამდვილეში ვნახეთ, რომ პოლიტიკურ პროდიუსერებთან ერთად, ეს ადამიანები დეზინფორმაციის გავრცელებაში დაეხმარნენ, რომელიც ამ შემთხვევაში მერიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ კახა კალაძის მიერ ის პროექტები განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც, ათასობით ოჯახს საკუთრების უფლება აღუდგა და ის ადამიანები ბრუნდებიან ბინებში, რომელიც წლების განმავლობაში უიმედოდ დაკარგული იყო. მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ კახა კალაძესა და მის ოჯახს წლებია აქვთ საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ისეთ გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარება, ვისი სურათითაც არგუმენტები მოჰყავდათ. მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ თბილისში უკანონო და თვითნებური განაშენიანება კლავს დედაქალაქის განვითარების პერსპექტივას. ამის მიუხედავად, ჩვენ ვნახეთ კახა კალაძეზე ორკესტრირებული შეტევა, რომელიც ცალსახად მართული იყო პოლიტიკური პროდიუსერების, ოპოზიციის მიერ მართული მედიისა და იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც სუბიექტური ინტერესები აქვს ამ პროცესში. კახა კალაძე არის ადამიანი, ვინც ათასობით ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონა მაშინ, როცა ეს ფართები წლების განმავლობაში სადაო იყო და ადამიანები სრულფასოვნად ვერ სარგებლობდნენ იმ სახლებით. მოგიწოდებთ, პროცესები ობიექტურად გააშუქოთ და საზოგადოებაზე ნუ მანიპულირებთ. იმ მშენებლობების დემონტაჟი მოხდა, სადაც არავინ არ ცხოვრობდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.