თალაკვაძე – კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი

კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი. ის არის ძალიან წარმატებული მერი და ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზე იმართება და „ქართული ოცნება“ საზოგადოებას აუცილებლად წარუდგენს კანდიდატს.

„არჩევნებამდე ორი-სამი თვით ადრე წარვადგენთ ჩვენი გუნდის კანდიდატს არჩევნებში. ასე მოხდება ახლაც. თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზე იმართება და ჩვენ საზოგადოებას აუცილებლად წარვუდგენთ კანდიდატებს. კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი. ის არის ძალიან წარმატებული მერი და რა თქმა უნდა, ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშინატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოსა და უკრაინის გენშტაბის მეთაურებიც დაესწრებიან
შემდეგი სტატიაგოგი მეშველიანი – პროგნოზირება, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, იქნებოდა რთული