თალაკვაძე ჯანდაცვის მინისტრად მის შესაძლო დანიშვნაზე – გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარებმა წინ არ უნდა გავუსწროთ პროცესს

გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სწორედ ის წარადგენს ჯანდაცვის ახალ მინისტრს. ვთვლი, რომ პარლამენტარებმა წინ არ უნდა გავუსწროთ პროცესს, რომელიც გუნდში მიმდინარეობს, – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ კითხვას, რამდენად განიხილება ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა.

მისი თქმით, ჯანდაცვის ახალი მინისტრი იქნება ღირსეული პროფესიონალი, რომელიც სათანადოდ უპასუხებს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაში არსებობს.

„ჯანდაცვის ახალ მინისტრთან დაკავშირებით გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა. გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სწორედ ის წარადგენს ჯანდაცვის ახალ მინისტრს. მე ვთვლი, რომ პარლამენტარებმა წინ არ უნდა გავუსწროთ პროცესს, რომელიც გუნდში მიმდინარეობს. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჯანდაცვის ახალი მინისტრი იქნება ღირსეული პროფესიონალი, რომელიც სათანადოდ უპასუხებს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაში არსებობს.

მე ვთვლი, რომ „მწვანე პასპორტი“ არის საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული ინიციატივა. მიმაჩნია, რომ წახალისების ეს ფორმა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მოქალაქეების პასუხისმგებლობას, რომ აიცრან და გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რომელიც არსებობს. „მწვანე პასპორტი“ უკავშირდება ვაქცინაციის სტატუსს და მსურს ვურჩიო ყველა მოქალაქეს, რომ ჩაიტაროს ვაქცინაცია“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

წინა სტატიაშიკობახიძე გახარიას პარტიის წევრ დეპუტატებზე – იმითაც ბედნიერი უნდა იყვნენ, რომ „ოცნების“ ხარჯზე არიან წარმოდგენილი პარლამენტში
შემდეგი სტატიამოსახლეობა უნდა შემოირიგოთ, ჩვენ აგერ მოგიტევებთ კი ბატონო და შეგინდობთ – ზარქუა ოპოზიციას