თალაკვაძე – გუბაზ სანიკიძის განცხადება პირდაპირ შეიცავს მოწოდებას ომის სცენარისკენ… ამ სცენარს ხელისუფლება არ განიხილავს

გუბაზ სანიკიძის განცხადება პირდაპირ შეიცავს მოწოდებას ომის სცენარისკენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის მიერ აზერბაიჯანის მაგალითზე „მეორე ფრონტთან“ დაკავშირებით განცხადების შეფასებისას ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ამ სცენარს ხელისუფლება არ განიხილავს.

„ჩემი მხრიდან ამ კომენტარის სერიოზული განხილვა ალბათ მართებული არ იქნება. ეს განცხადება პირდაპირ შეიცავს მოწოდებას ომის სცენარისკენ. ჩვენ ვიცით, რომ ომით ტერიტორიული საკითხები გადაწყვეტა საქართველოსთვის დამღუპველი იქნება. შესაბამისად, ამ სცენარს ხელისუფლება არ განიხილავს და არც ჩვენი პარტნიორები არ უჭერენ მხარს. ჩვენ დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებით, დანგრეული ხიდების აღდგენით, რომელიც გვაკავშირებდა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან, შევძლებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ჩვენი საზოგადოების გაერთიანებას. ომით ეს შეუძლებელია. ომი ამ ყველაფერს უფრო გააღრმავებს. ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსადმი მტრული ძალების ინტერესებში შედის. ეს განცხადება საქართველოს ინტერესებს და მომავალს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – მთელი სანაცეთი საუბრობდა, რომ ვარკეთილში მიწის ნაკვეთი ერთ ლარად გადავეცი ილია წულაიას, რაც ბინძური ტყუილი იყო
შემდეგი სტატიანიუ იორკში საქართველოს მოქალაქე მოკლეს