თალაკვაძე – ენტონი ბლინკენის განცხადება პირდაპირი გზავნილია, რომ საქართველო და მისი მთავრობა ვაშინგტონს საიმედო სტრატეგიულ მოკავშირედ მიაჩნია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება პირდაპირი გზავნილია, რომ საქართველო და მისი მთავრობა ვაშინგტონს საიმედო სტრატეგიულ მოკავშირედ მიაჩნია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც თალაკვაძე აცხადებს, რადიკალური ოპოზიციის და მის მიერ მართული მედიის პროპაგანდა “დასავლეთთან დაშორების” შესახებ სიცრუეა.

„ეს განცხადება დღეს არსებულ პოლიტიკურ კონტექსტში ემსახურება საქართველოს სტაბილურობის მხარდაჭერას და სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

რადიკალური ოპოზიციის და მის მიერ მართული მედიის პროპაგანდა “დასავლეთთან დაშორების” შესახებ სიცრუეა. სინამდვილეში:

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი კონსტიტუციაში ჩვენი ხელისუფლების პირობებში აისახა

NATO-ს ყველაზე ფართომასშტაბიანი წვრთნები საქართველოში, სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს ჩატარდა

2015-2021 წლებში საქართველო იყო „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ და „საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების“ მისიების ერთ-ერთი მთავარი სამხედრო კონტრიბუტორი“, – აცხადებს თალაკვაძე.

banner
წინა სტატიაშიCovid-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა
შემდეგი სტატიამარტვილში კლიმენტი კეკუტიას მიერ აგებული ეკლესიის კურთხევა იგეგმება