თალაკვაძე – ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს მეგობარ ქვეყანას, მზად ვართ, ამ პოზიციის გამოსახატად უკრაინაში ჩავიდეთ, ყველას სურვილია, ამ ვიზიტში ურთიერთგაგება და მტკიცე მეგობრობა იყოს გამოხატული

უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი არის იმ ერთიანი მხარდაჭერის ნაწილი, რომელიც ომის დაწყების დღიდან უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა გამოხატული, ეს იყო საერთაშორისო დონეზე ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მხარდაჭერა და ჰუმანიტარული ნაბიჯები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველას სურვილია ურთიერთგაგება და მტკიცე მეგობრობა იყოს გამოხატული აღნიშნულ ვიზიტში.

„ამ ვიზიტით გამოვხატავთ პარლამენტის სამძიმარს და კიდევ ერთხელ მხარდაჭერას დავაფიქსირებთ უკრაინელი მეგობრების და უკრაინელი ხალხის მიმართ. პარლამენტის თავმჯდომარეს არასდროს ექნება და არ აქვს იმის პრობლემა, რომ თუნდაც ყველაზე რთულ დროს და ადგილას პარლამენტის პოზიცია გამოხატოს და უკრაინას მიუსამძიმროს. ყველას სურვილია ურთიერთგაგება და მტკიცე მეგობრობა იყოს გამოხატული ამ ვიზიტში. ეს ვიზიტი არის იმ მხარდაჭერის ნაწილი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ომის დაწყების პირველივე დღიდან ჰქონდა. იმედი გვაქვს, რომ ყველა საკითხზე, რომელიც სამართლიანად იყო დასმული, ლიდერები ამ საკითხების გარკვევას შევძლებთ, თუმცა ეს არც ერთ შემთხვევაში არ ეხება და არ აკნინებს საქართველოს მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს მეგობარ ქვეყანას. მზად ვართ, ამ პოზიციის გამოსახატად უკრაინაში ჩავიდეთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიბოკერია – პრობლემაა ენმ-ს და ლელოს სურვილი, იქცნენ რეჟიმის დემოკრატიულ ფასადად
შემდეგი სტატიაგერმანიასთან მჭიდრო ურთიერთობა საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია