თალაკვაძე – ბუჩა და ირპენი გვიყვებიან თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ისტორიას, სრული მხარდაჭერა უკრაინას ამ მძიმე დღეებში

ბუჩა და ირპენი გვიყვებიან თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ისტორიას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, საქართველო სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას და უკრაინელ ერს.

„ბუჩა და ირპენი გვიყვებიან თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ისტორიას. ჩვენ ვნახეთ ომის საზარელი სურათები, რომელიც საღ აზრს, განსჯას და წარმოსახვას სცდება. ვუსამძიმრებთ მსხვერპლს და სრული მხარდაჭერა უკრაინას, უკრაინელ ერს ამ მძიმე დღეებში“, – წერს არჩილ თალაკვაძე.

ცნობისთვის, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში 15 აპრილს გაემგზავრა. დელეგაციაში იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები – დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი. ასევე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი – გიორგი ხოჯევანიშვილი. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან 17 აპრილს დაბრუნდა.

banner
წინა სტატიაში20 800 ჯარისკაცი, 802 ტანკი, 169 თვითმფრინავი – ოკუპანტების დანაკარგი
შემდეგი სტატიაჩინეთის საგარეო უწყება – საერთაშორისო არასტაბილურობის მიუხედავად, ჩინეთი რუსეთთან სტრატეგიულ კოორდინაციას გააძლიერებს