თალაკვაძე – არავის მივცემთ უფლებას, რომ ინსტიტუტებს შეუქმნან პრობლემა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არავის მიეცემა უფლება, ინსტიტუტებს პრობლემა შეუქმნან და პარლამენტის მუშაობა შეაფერხონ.

„არავის მივცემთ უფლებას, რომ ინსტიტუტებს შეუქმნან პრობლემა და პარლამენტის მუშაობა შეაფერხონ. ამიტომ, უმოკლეს დროში აღდგება სხდომა და განაგრძობს მუშაობას“, – აღნიშნა თალკვაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტში გარეშე პირთა დაშვებას რეგლამენტის სპეციალური მუხლი არეგულირებს, რითაც სავარაუდოდ პარლამენტის თავმჯდომარემ იხელმძღვანელა.

„ხედავთ, აქ არის ყველა დეპუტატი, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები, ეს გახლავთ სიცრუე. რაც შეეხება გარეშე მესამე პირთა დაშვებას პარლამენტში, ამას არეგულირებს რეგლამენტის სპეციალური მუხლი. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარემ სავარაუდოდ ამ მუხლით იხელმძღვანელა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: პიკეტირება გაგრძელდება
შემდეგი სტატიასამადაშვილი ოპოზიციას მიმართავს, გააგრძელონ მშვიდობიანი პიკეტირება