თალაკვაძე აქტივისტებს: ნუ მოვუწოდებთ ბავშვებს ნიჰილიზმისკენ, ნუ ვაშინებთ მომავლით

“ნუ მოვუწოდებთ ბავშვებს ნიჰილიზმისკენ”,-პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, პარლამენტის ბიუროს სხდომიდან სამოქალაქო აქტივისტებს მიმართა.

“განსაკუთრებით მინდა ყურადღება გავამახვილო იმ საინფორმაციო პროგრამაზე, რომელიც ვითარდება ამ შემთხვევის გარშემო და კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც აორგანიზებდნენ პროტესტის ძირითად აქტივობებს. ნუ მოვუწოდებთ ბავშვებს ნიჰილიზმისკენ, ნუ ვაშინებთ მომავლით და ნუ ვეუბნებით, რომ ცხოვრება არის საშინელი. ფაქტობრივად, ჩვენ ამით ვუგზავნით მესიჯს სხვა ბავშვებსაც, რომ მათაც იგივე დამოკიდებულება ჩამოაყალიბონ საზოგადოებაზე, თავის სკოლაზე და თავის ცხოვრებაზე”,-თქვა მან.

თალაკვაძს თქმით, ეს სახიფათო გზავნილია, რადგან, მისივე თქმით, ბავშვებს უფროსების სჯერათ. თალაკვაძის თქმით, ასეთი კამპანიის დაგეგმვამდე დაფიქრებაა საჭირო.

“მივცეთ მათ მეტი ოპტიმიზმი, მივცეთ სწორი შეფასებები და ვუთხრათ, თუ როგორია უკეთესი სამყარო და როგორი უკეთესი სკოლაა, როგორია უკეთესი საზოგადოება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ უფრო ბედნიერ, პოზიტიურ გარემოში და ყოველ დილით ხალისით წავიდნენ სკოლაში”,-თქვა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში გაზეთ „ჩემი აფხაზეთის“ სპეციალური ნომრის პრეზენტაცია გაიმართა
შემდეგი სტატიაპატრიარქი : გაჭირვებაშია კაცობრიობა, ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი კარგავს იმედს და თავს იკლავს