“ამომრჩევლის დაშინებისთვის პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა”

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი გუნდი გამოდის ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილებები, რომლის თანახმადაც ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე მკაცრი სანქცია განისაზღვრება.

“ქართული ოცნება გამოდის ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, მკაცრი სანქცია განისაზღვრება ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე. საარჩევნო კოდექსშივე მიეთითება, რომ მსგავსი ქმედების შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ანალოგიური ცვლილება შევა სისხლის სამართლის კოდექსში. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება ჩადენილი სხვადასხვა ფორმით, გამოიწვევს ჯარიმას, ან შინაპატიმრობას ვადით 6 თვიდან, ორ წლამდე. ანდა თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე. შესაბამისი ცვლილებები დარეგისტრირდება საქართველოს პარლამენტში”, – განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძემ გლდანის მიკრორაიონებში სანიაღვრე სისტემის მოწყობის დავალება გასცა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი