თაკო დოლაბერიძე: „გუშინდელი ღონისძიებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე გადაარჩინა“

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 12, 2018 14:17

თაკო დოლაბერიძე: „გუშინდელი ღონისძიებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე გადაარჩინა“

მნიშვნელოვანი

  • თაკო დოლაბერიძე: „გუშინდელი ღონისძიებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე გადაარჩინა“

სხვა სტატიები

ივენთმენეჯერი თაკო დოლაბერიძე მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას და ამბობს, რომ ყველა ნარკორეალიზატორი უნდა დაიჭირონ. იგი „თაიმერთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ღონისძიება, რომელიც ნარკორეალიზატორების დასაკავებლად იყო დაგეგმილი, სწორედ რომ დროული იყო და ის, რაც გუშინ გახარიამ გააკეთა, აქამდე ვერც ერთმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვერ შეძლო.

„ყველამ ვიცოდით, ყველა იმაზე წერდა, რომ ე.წ. ღამის კლუბებში ნარკოტიკები იყიდებოდა. იხოცებოდნენ ახალგაზრდები და იყო დიდი „ვაი-ვიში“. ღონისძიება, რომელიც პოლიციამ დაიგეგმა და განახორციელა, სწორედ რომ დროული იყო, რათა თავიდან ავირიდოთ ნარკოტიკების გამო ახალგაზრდა გოგო-ბიჭების კიდევ გარდაცვალება. რამდენიმე დღის წინ 4 ახალგაზრდა გარდაიცვალა. მესმის, რომ ჯერ ექსპერტიზები არ დასრულებულა და დანამდვილებით ვერავინ ვერაფერს იტყვის, მაგრამ ფაქტია, ისინი ღამის კლუბებში ყოფნის შემდეგ გარდაიცვალნენ. მე არ ვიცი, რომელ ღამის კლუბებზეა საუბარი, მაგრამ უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რათა აღმოიფხვრას ნარკოტიკების გაყიდვა. გუშინდელი სპეცოპერაციის წყალობით, თუ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე მაინც გადარჩა, და დარწმუნებული ვარ, რომ გადარჩა, ამისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო მადლობას იმსახურებს“, – აცხადებს დოლაბერიძე.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 12, 2018 14:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics