თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის გამო დაკავებულ დავით გორგოძეს 3000 ლარიანი გირაო შეეფარდა

Processed with VSCO with preset

ქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის გამო დაკავებულ დავით გორგოძეს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახეთ 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა. დაკავებულს გირაოს გადასახდელად 25 დღიანი ვადა მიეცა. ის საპატიმრო დაწესებულებას გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.

3000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. პროკურორ ვალერი კუჭუხიძის თქმით, დაკავებული არის კონფლიქტური და შესაძლოა მიიმალოს, ამიტომ ბრალდების მხარემ მოითხოვა 3000-ლარიანი გირაო, რაც დავით გორგოძის მიერ კანონდარღვევის და მიმალვის რისკებს შეამცირებს.

გირაოს ოდენობას დაკავებულის ადვოკატი არ დაეთანხმა. გიორგი დვალიშვილის თქმით, არ არის დასაბუთებული, საიდან ჩნდება ეჭვი, რომ გორგოძე გააგრძელებს ძალადობას და მიიმალება, მით უმეტეს, რომ მას წარსულში კანონთან პრობლემა არ ჰქონია. ადვოკატმა 1000 ლარიანი გირაო მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკამყოფილა. მომდევნო სხდომა 17 იანვარს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბერს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, თაკო ჩარკვიანსა და მის თანმხლებ პირზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო 3 პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში მყოფ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს სავარაუდოდ, პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს დაესხნენ. თავდამსხმელებისგან ერთ-ერთმა თაკო ჩარკვიანის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სამი პირი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს თუმცა, სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს

banner
წინა სტატიაშიპრემია „ღირსების გზა 2018“-ის გამარჯვებული არჩილ წულაძე გახდა
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე საპარლამენტო არჩევნების ერთი წლის შემდეგ ჩატარებას მოითხოვს