თაკო ჩარკვიანმა პარტია “კანონი და სამართალი” დააფუძნა

„კანონი და სამართალი“ – ასე ჰქვია თაკო ჩარკვიანის პარტიას.

ყრილობის მონაწილეებს სიტყვით უკვე მიმართა პარტიის ლიდერმა. მან იმ ღრმა კრიზისზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, ქვეყანაში დგას და რამაც აიძულა პარტია შეექმნა. თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციიის გაერთიანებამ აჩვენა, რომ შესაძლებელია გამარჯვება და სწორედ მაშინ დაიგეგმა პარტიის შექმნა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, პარტია იმუშავებს ანტიკორუფციულ კანონზე და ეს მისი მთავარი მიზანია. მისივე განცხადებით ქვეყანა იმართება რუსული კორუფციული მეთოდით და ეს უნდა დასრულდეს.

„ამ კრიზისიდან ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ვიღაცამ ჩემი ქვეყანა “მოთაგა,” დაიბევა. რამდენადაც შესაძლებელი იყო ჩავიხედეთ და ამოვიღეთ მასალები. მიწებია გაყიდული ისე რომ მწირი ინვესტიციაც კი არ არის განხორციელებული. საქართველოს წინააღმდეგ აბსოლუტურად მიზანმიმართული საბოტაჟური გეგმა მოქმედებს ესა რის რუსული კორუფციული მართვის სტილი. 2012 წელს შემგვეპარა რუსული კორუფციული მართვის სტილის ვასალი, რომელიც ახლა მიზის შუშის სასახლეში და ჩემი სამშობლო უნდა რომ მოთაგოს, დაიბევოს, იყიდოს და ჩვენ ვუყურებთ ახალგაზრდები როგორ გვრჩებიან უქონელები, უმუშევრები,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანმა სიტყვით გამოსვლისას მწვავედ გააკრიტიკა ხელისუფლება. მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც მოსახლეობა შიმშილობს, ხელისუფების მაღალჩინოსნები ფუფუნებაში ცხოვრობენ. თაკო ჩარკვიანის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ვერ მოახერხა ქვეყანა წინ წაეყვანა.

„ესენი ბედავენ 150 ათასი ბავშვი შიმშილობდეს და ჯიპებით გრიალებდეს ხელისუფლება. ჭკუა და გონება ადამიანს იმიტომ აქვს, რომ ღირსეულად წავიდეს. ბატონი ივანიშვილი უნდა წავიდეს. უნდა მოვიდეს კოალიციური მთავრობა. ჩვენ უკვე დავიწყეთ კოსულტაციები გაერთიანებულ ოპოზიციასთან,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

უკვე ცნობილია იმ პირთა ნაწილის ვინაობა, რომლებიც პარტიაში გაწევრიანდებიან. ესენი არიან: ირაკლი ღლონტი, მიშა რამიშვილი, ქეთი ენუქიძე, გიორგი ცობეხია, თამარ პატარაია, მარი საველიძე.

banner
წინა სტატიაშიგადამწყვეტი ბრძოლა არის 2020-ში და ნუ გამოფიტავთ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ზუგდიდს
შემდეგი სტატიანავთლუღის ბაზარში ერთ-ერთ მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა