თაკო ჩარკვიანი: „ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება ღირსების საქმეა, თუ ისევ „კარგად ნაცნობი“ სახეები არ შეუშლიან ხელს!“

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება ღირსების საქმეა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:
„ახლა ვუყურე კოკო და ცოტნე გამსახურდიას – შიმშილობენ პროკურატურასთან, მართლა რა გახდა? პრინციპის და ღირსების საქმეა, დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობაა (მითუ მეტეს, რომ გამოიკვეთა უშიშროების მაღალჩინოსანის გვარი), სირცხვილია, ამდენი ხანი გამოუძიებელია და თან ხანდაზმულობის ვადა იწურება, როგორც შევიტყვე.
სირცხვილია, რაც მაშინ რუსთაველზე დაგვემართა და სირცხვილია, რაც ამდენ ხანს გრძელდება, გამოსაძიებელია ეს საქმე, მართლა ღირსების საქმეა თუ, რა თქმა უნდა, ისევ „კარგად ნაცნობი“ სახეები არ შეუშლიან ხელს!!!!“

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ნარკორეალიზატორი დააკავა
შემდეგი სტატიაზაალ უდუმაშვილი – ინაუგურაციის დღეს აქციები თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართება