თაკო ჩარკვიანი: ვფიქრობ რომ ვაშაძის არჩევა საკმაოდ სწორი გადაწყვეტილებაა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძის არჩევით გააანალიზდა ის შეცდომები, რაც ცხრა წლის განმავლობაში იყო, – ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მე-8 ყრილობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძეს აქვს ადამიანური და პიროვნული თვისებები და აღნიშნა, რომ არის ძალიან პრინციპული.

„ძალიან საინტერესო რაღაც მოხდა, ვგულისხმობ გრიგოლ ვაშაძის არჩევას. ეს იყო ძალიან სწორი და ჭკვიანური გადაწყვეტილება, რადგან ევროპული ინსტიტუციის შენება, დაახლოება და სახელმწიფო ინსტიტუციების შენება მიმდინარეობდა იმ ცხრა წლის განმავლობაში. სულ ისმის კითხვა, აი, ის შეცდომები, რომელიც იყო ცხრა წლის განმავლობაში, რამდენად მოხდა მისი გააზრება და გაანალიზება, სწორედ ამ საქციელით და გრიგოლ ვაშაძის არჩევით. ზუსტად ჩანს, რომ გაანალიზება მოხდა შეცდომების, რაც ცხრა წლის განმავლობაში იყო. ვაშაძეს აქვს ადამიანური და პიროვნული თვისებები, არის ძალიან პრინციპული.

ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან მის მიმართ არის სანდოობა, ამიტომ ვფიქრობ რომ ვაშაძის არჩევა საკმაოდ სწორი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

banner
წინა სტატიაშინატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში ჩამოვიდა
შემდეგი სტატიამსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი კენიელი პიტერ ტაბიჩი გახდა