თაკო ჩარკვიანი – სალომე სამადაშვილი „ლელოში“, ო, ლელო, ლელო, იუმორი გადაგვარჩენს

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სალომე სამადაშვილის „ლელოს“ ფრაქციაში გაერთიანებას „ფეისბუქზე“ ეხმაურება.

„სალომე სამადაშვილი „ლელო“-ში! როგორ არის ის სიმღერა?! ო, რერო რერო, ( გაგრძელება გახსოვთ ალბათ) ჰოდა ახლა იქნება: ო, ლელო, ლელო… იუმორი გადაგვარჩენს“,- წერს თაკო ჩარკვიანი.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პარლამენტში ფრაქციას ქმნის. ფრაქციის სახელწოდებაა „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“. „ლელოს“ პარლამენტში ოთხი მანდატი აქვს და მათ ფრაქციას უერთდებიან სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე. ფრაქციას ბადრი ჯაფარიძე უხელმძღვანელებს, მოადგილე კი სალომე სამადაშვილი იქნება.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში კომენდანტის დროს სწრაფი გადახდის აპარატი გატეხეს
შემდეგი სტატიაგიორგი ღიბრაძე – როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, ცხადია, რეგულაციები შემსუბუქდება