თაკო ჩარკვიანი: „საკონსტიტუციო უმრავლესობაში საშიშროებას ვხედავ!“

14803087_1805205106431155_2120671298_oპუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობას საფრთხედ მიიჩნევს და პარალელს წინა ხელისუფლებასთან ავლებს.
„ნამდვილად საშიშროებას ვხედავ, რადგან შეუძლებელია, ძალიან დიდი ძალაუფლების მქონე ხელისუფლება არ გათამამდეს. ჩვენ ვებრძოდით იმ დიდ ძალაუფლებას, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელში ჩაიგდო. ეს დიდი შეცდომა იყო და ამით წააგო. ხელისუფლებას არ აღელვებს 1 მილიონ 700 ათასი მოქალაქის არგამოცხადება არჩევნებზე. 500 ათასმა კი ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა – პარტიას, რომელსაც მუდმივად ეძახი, შენ ასეთი ხარ, შენ ასეთი ხარო. ამით იმ 500 ათას ადამიას უწოდებ უდიერ სიტყვას, ეს ხომ არანორმალურია,“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა გადაცემა „არჩევანში“.

 

 

https://youtu.be/6116vzWNUws

banner
წინა სტატიაში(video) ხელისუფელბა რადიკალურად უნდა ვაკრიტიკოთ
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია სახელმწიფო სამსახურს გამორიცხავს და საერთაშორისო ურთიერთობებში მოსინჯავს ძალას