თაკო ჩარკვიანი: „რასიზმი არა, მაგრამ „რეზიზმი“ არსებობს!.. მარტო თქვენ ხართ დარჩენილი კრემლის დარბაზში!“

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი 70-იანი წლების ამბავს იხსენებს, როცა რუსმა მწერალმა, ასტაფიევმა ქართველებს „ავადმყოფი“ ერი უწოდა. ამის გამო ქართველი მწერლების დელეგაციამ, ასევე, ოსმა პოეტმა, ნაფი ჯუსოითმა კრემლის სხდომათა დარბაზი დატოვეს. ერთადერთი ქართველი, ვინც პროტესტი არ გამოხატა და დარბაზში დარჩა, პოეტი რეზო ამაშუკელი იყო.  „თქვენ კრემლის დარბაზში ხართ დარჩენილი,“ – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში

„გულზე მოხვედრია ჩემი ხუმრობა, უფრო სწორად, ჯანსუღის ძველი ხუმრობა (რეზო ამაშუკელს). ამიტომ გავიმეორებ სიამოვნებით და კიდევ ერთ, ჯანსუღის ძველ ხუმრობას გავიხსენებ: წლების წინ, ჯანსუღმა ოპერის სცენიდან დაუძახა: – ამაშუკელი, თამაშს უკელიო, ბ.ნ-მა რეზომ დარბაზი დატოვა გაცხარებულმა. დიახ , ეს ურთიერთობა ჰქონდათ მათ, სხვათა შორის, არც სახლში მახსოვს ეს კაცი, სტუმრად ჩვენთან, სუფრაზე, მამას მეგობრებთან ერთად ლხინში არ მახსოვს – იცოდა, როგორც ჩანს, მამამ, როგორი მოთამაშეც იყო ეს კაცი და იმიტომაც დაუძახა, თამაშს უკელიო.

არ უკლო, მოუმატა და მოუმატა, თან მას შემდეგ, რაც მაგარი ვაჟკაცები – პოეტები და მწერლები აღარ არიან და წავიდნენ ამ ქვეყნიდან ვაჟკაცები), თორემ ამდენს ვერ ბედავდა!

აკი, წლების წინ უთხრა ჯანსუღმა, ბიჭო, რამდენიმეჯერ დაგინახეს წიწამურთან, ილიას სახლთანო, სულ ტყუილად „დეეთრევი“, „რაგატკას„ არ გესვრის არავინო. მაშინ ჯანსუღს ვერ უპასუხა და ახლა მე მპასუხობს, ჯანსუღის სიკვდილის შემდეგ (მაგარია, რაც მთავარია, – კაცური)!

რა ვქნა, სხვა რა დამრჩენია, ჯანსუღის სტილში ვუპასუხებ: ბ.ნ რეზო, თქვენს სამარცხვინო გამოსვლას და პასკვილს დიდი „რეზო-ნანსი“ მოჰყვა (არ მოგწონთ, მაგრამ ასეა, ხალხი არ გპატიობთ ამდენ ზიზღს, რომელსაც აფრქვევთ, ხან ადამიანების ფიზიკურ ნაკლზე მიუთითებთ, ხან ავადმყოფებს დასცინით, მუდმივად ვიღაცების „სექსუალურ ორიენტაციაზე“ საუბრობთ, იმუქრებით ძალიან სასაცილოდ, ქალებს შეურაცხყოფას აყენებთ, ნაცნობებს, უცნობებს, არადა, თქვენს პირად ცხოვრებას არავინ არასოდეს შეხებია, ხომ ასეა??? (და ეს კარგია ), მუდმივად ვიღაცას ლანძღავთ და თან დააყოლებთ ხოლმე, „რეზო ვარ, ამაშუკელიო“ და… კი, მაგრამ, ვინ ხართ, ბ.ნ რეზო?

იმ ავბედით და რთულ წლებში, როცა ქართველმა მწერლებმა კრემლის დარბაზი დატოვეს პროტესტის ნიშნად – ნოდარ დუმბაძემ, ჯანსუღ ჩარკვიანმა , ნაფი ჯუსოითმა – ოსმა პოეტმაც დატოვა დარბაზი მაშინ, როცა რუსმა მწერალმა ასტაფიევმა „ავადმყოფი“ ერი გვიწოდა, ყველა გამოვიდა გარეთ, მთელი დელეგაცია პროტესტით, თან დემოსტრაციულად დატოვა დარბაზი, გამოვიდა, უცხოეთის პრესამაც კი დაწერა ამის შესახებ, ამ ქართველი მწერლების პროტესტის შესახებ!

ერთი თქვენ იყავით მხოლოდ, ვინც დარჩა მარტო კრემლის დარბაზში და მას შემდეგ იმ დარბაზში ხართ და გაიძახით, რეზო ვარ, ამაშუკელიო! იყავით მერე! მთელი საქართველო გამოვიდა იმ „დარბაზიდან“, მარტო თქვენ ხართ დარჩენილი იქ, ორ ძველ „გენერალთან“ ერთად და ძალიან სასაცილოდ იბრიქებით. ხან მოძღვარმა გირჩიათ და მოგიწოდათ საქვეყნოდ სიყვარულისკენ, ნუ „ანადგურებ“ და ტალახს ნუ ასხამ ადამიანებსო (პირდაპირ ასე გითხრათ, გახსოვთ, ალბათ), ხან მეგობრებმა გირჩიეს, გაჩერდიო, მაგრამ არ და ვერ ჩერდებით (ასეა – ვალი როცა გაქვს)! „რეზი-დენტებთან“ საუბარს და ენების მიტან-მოტანას მიჩვეული ხართ, ვიცი – (მსმენია ასაკოვანი ხალხისგან, 70-იანებშიც დისიდენტების (კოსტავა- გამსახურდიას) მიმართ თქვენი საყოველთაოდ ცნობილი, შავრაზმული დამოკიდებულება ყველას ახსოვს და 90-იან წლებში, იმ პერიოდშიც ამით იყავით დაკავებული, ენების მიტან-მოტანით და მოგვიანებითაც) და ამიტომაც, ბ.ნ რეზო, ვფიქრობ დიდ „რეზუ-ლტატს“ გამოიღებს და დაგიფასდებათ, თქვენი გარჯა და შრომა „დიდი რუსეთის“ და „რეზი-დენტთა“ მაამებლად. პრინციპში, რასაც ემსახურებოდით მთელი სიცოცხლე, მუდამ. სამარცხვინოა, მართლა და ავადმყოფური უკვე, ამხელა ზიზღს ატარებდეთ ადამიანების მიმართ და მხოლოდ , ის ადამიანები გიყვარდეთ მუდამ, ვინც სათავეშია (პირველ სამეულში, მაინც)!

მოკლედ, ძალიან „გულის-ამაშუკებელი“ გამოსვლა გქონდათ, რაც მთავარია, „ობიექტური“!

ვთქვი, აღარ ვუპასუხებ-მეთქი, მაგრამ რა ვქნა, თავად აგრძელებთ (ჯანსუღის სიკვდილი არ არის საკმარისი, როგორც ჩანს, თქვენთვის), არ გასვენებთ თქვენი დიდბუნებოვანი „რეზი-დენტურა“. რასიზმი გამიგონია, ახლა მეცოდინება, რომ „რეზიზმი“ არსებობს! მოკლედ, რასიზმი არა, მაგრამ „რეზიზმი“ არსებობს და სირცხვილია, შავრაზმელი „ძველი გენერლებით“.

და ბოლოს, უხერხულია ეს წერილი მე დავასრულო. ისევ ჯანსუღის ძველ სტრიქონებს მოვუხმობ: (თქვენ და „თქვენიანები“ ხომ გარდაცვლილსაც ებრძვით) ჰოდა, ა, ბატონო:
„გული ჩემი, ბატკანივით შემოგწირე შენ,
ყველაფერში გაყიდულო, ამხანაგო N.“
ჯ.ჩ.“ – წერს თაკო ჩარკვიაი „ფეისბუქში“.

banner
წინა სტატიაშიდაბა ჯვარში ფიცრის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
შემდეგი სტატიაგურჯაანის სოფელ კალაურში მკვლელობა მოხდა