თაკო ჩარკვიანი – რაღაც ვქნათ, ბატონებო, ქუჩა ვარყიოთ ან პარლამენტი

რაღაც ვქნათ ბატონებო, ან ქუჩა ვარყიოთ, ან პარლამენტი ვარყიოთ, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „კავკასიის“ ეთერში განაცხადა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, არ მოსწონს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართული აქციები.

„ადამიანებმა უნდა დაინახონ რაღაც. პიპინ-პიპინით ბიძინა ივანიშვილი არ წავა. არ მომწონს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციები. „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი, მინდა გითხრათ, რომ ჩემს აზრზეა. ნიკა მელიამ თქვა, რომ მე მაქვს გეგმა. მე ეს ვიწვნიე 10-ში, როდესაც მთელი არსებით მოვინდომე. იმ 10-ში მინდოდა იქ დარჩენა. ამას ღლიცინი არ სჭირდებოდა, რადგან დისიდენტები ასე აკეთებდნენ. დიახ, კარვის, ლეიბისა და მოსახურის გარდა, ატრიბუტიკა მებრძოლს ქუჩაში არ გააჩნია“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

banner
წინა სტატიაშიუწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ “მწვანე პასპორტის” მუშაობის პროცესი და ვაქცინაციის მიმდინარეობა განიხილა
შემდეგი სტატიაამ საბჭოთა სიმახინჯეზე მიიღებთ პასუხს, თან მწარეს! არ გავჩერდებით, სანამ ეს სიმახინჯე არ გამოსწორდება – შალვა პაპუაშვილი